მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ მედიცინის მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციის ინიციატივით გამოდის

610138825abf4
ინგა მურუსიძე
28.07.21 15:27
494
„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“, რომელიც 70-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, სამედიცინო მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციის ინიციატივით გამოდის. განცხადება „კვირას“ პრესკლუბში დღეს ასოციაციის თავმჯდომარე არჩილ ჩხოტუამ გააკეთა. მისი თქმით, სამედიცინო მუშაკებმა საზოგადოებას უნდა მისცენ მაგალითი და აქტიურად ჩერთონ ვაქცინაციის პროცესში.

“მოვუწოდეთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომ აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია და გარკვეულწილად შემოვედით წინადადებით სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რათა სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ქვეყანაში გახდეს სავალდებულო. ამასთან, რა თქმა უნდა, შემუშავებული უნდა იქნას გარკვეული წახალისების მექანიზმები იმისათვის, რომ მოსახლეობამ და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალმა ჩაიტაროს ვაქცინაცია“, - განაცხადა ჩხოტუამ და დასძინა, რომ მსგავსი მაგალითები უკვე არის საფრანგეთსა და საბერძნეთში, სადაც მედპერსონალის იმუნიზაცია სავალდებულო გახდა.

ამასთან, ჩხოტუა ამბობს, რომ სამედიცნო პერსონალი საქართველოში იცრება, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„ვფიქრობთ, ყველა უნდა აიცრას. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთია, სამედიცინო პერსონალი თავად არ უნდა გახდეს დაავადების გავრცელების წყარო. მათი დაცულობით დაცული უნდა იყვნენ ის პაციენტები, რომლებთანაც მათ აქვთ კონტაქტი. ამასთან, მე ვფიქრობ, რომ ექიმი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი მოსახლეობისთვის“, - თქვა მან.