მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის ღონისძიებები უნდა გამკაცრდეს - გამყრელიძე

5e885f5e3c10f
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.20 14:28
758
დაავადებათა კონკტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში უნდა გამკაცრდეს“.

მისი თქმით, საქართველოს სამედიცინო სექტორს არ ჰყავს ბევრი მაღალკვალიფიციური კადრი, ამიტომ ვინც არიან, მათი ჩანაცვლება რთულია.

„საქართველოში დღეს ჩვენ გვყავს 2 ადამიანი - სამედიცინო პერსონალიდან, ვინც დაინფიცირდა თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში გამკაცრდეს ისე როგორც არასდროს, რომ ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის შიდა გავრცელება სამედიცინო დაწესებულებებში  ეს იცის ჩვენმა ყველა კოლეგამ და მათ ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით უნდა დაიცვან, ჯერ ერთი - დაავადების შემდგომი გავრცელების თვალსაზრისით და მერე - ჩვენ არ ვართ განებივრებული ბევრი მაღალპროფესიონალი ადამიანით, ვინც ამ დროს საჭიროა და მათი ჩანაცვლება რთულია. ამ ორ ადამიანს საბედნიეროდ რთული კლინიკური მდგომარეობა არ აქვს და დარწმუნებული ვარ, მალე გამოჯანმრთელდებიან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.