მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაციისთვის გამყოფილი ადგილები ცარიელია, ესაა უბედურება“

60f6bcd682e06
ინგა მურუსიძე
20.07.21 17:40
470
"სამედიცინო დაწესებულებებში ცარიელია ადგილები, რომლებიც გამოყოფილია ვაქცინაციისთვის, ეს არის უბედურება", - ამის შესახებ NCDC-ს ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას შეეხებოდა.

„მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო "ჰუალინგის" კომპლექსში და შეგიძლიათ ნახოთ. სამედიცინო დაწესებულებებში ცარიელია ის ადგილები, რომლებიც გამოყოფილია ვაქცინაციისთვის, ეს არის ჩვენი უბედურება, რომ ვიძახდით არ არის ვაქცინაო, მაგრამ ახლა ვაქცინა ხომ ბევრია? დღეს 11 ათასი ადამიანი აიცრება და ეს ძალიან კარგია, თუმცა ჯავშნებს რომ ვუყურებთ, ხვალ ამის ნახევარია დაჯავშნილი“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეები უნდა აიცრან იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია, ვინაიდან "დელტა შტამზე" ყველა ვაქცინას ნაკლები დაცულობა აქვს, თუმცა ეს არ ეხება სიკვდილიანობას და რეანიმაციაში მოხვედრას, რომელ მაჩვენებლებსაც ყველა ვაქცინა ამცირებს.  

„არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც „სინოფარმით“ არიან აცრილები“, - ამბობს იმნაძე.

ინფორმაციისთვის: თავად პაატა იმნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა.