მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო ფაკულტეტების უფროსკურსელებს covid 19-თან საბრძოლველად გადაამზადებენ

5f96806a1ad5c
ინგა მურუსიძე
26.10.20 12:00
1097
სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს covid 19-თან საბრძოლველად გადაამზადებენ. როგორც განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით, უფროსკურსელები ერთკვირიან ტრენინგებს გაივლიან და საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს დაეხმარებიან.

„დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს იმისთვის, რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში, დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს.

დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს, ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში. უკვე გვექნება სამედიცინო მიმართულების იმ უფროსკურსელების ბაზა, რომლებსაც გავლილი ექნებათ სწრაფი ტრენინგი. საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, რომ ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი. "სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც დასჭირდებათ ჩვენს ექიმებს დახმარება, იმ ნაწილში დაეხმარებიან ჩვენი უფროსკურსელი სტუდენტები", - აღნიშნა მან.