მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო მომსახურებებზე ახალი ტარიფიკაცია 1 თვის განმავლობაში მოხდება - ეკატერინე ტიკარაძე

60951290e6dde
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.21 14:31
671
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმედოვნებს, რომ კარდიოქირუგიასა და რეანიმაციულ მომსახურებაზე დამტკიცებული ახალი განფასების მსგავსად სხვა სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფიკაცია 1 თვის განმავლობაში გამოცხადდება. ასე უპასუხა მინისტრმა bm.ge-ის შესაბამის კითხვას.

შეგახსენებთ: ცნობილი 520-ე დადგენილებით, სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას მინისტრმა თქვა, რომ 520-ე დადგენილების ეფექტიანობა მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან დანახარჯების შემცირებაში აისახა.

ამასთან, დღეს ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მოსახლეობისგან არამიზნობრივი თანხების აღებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა ნოზოლოგიებზე ტარიფების გამოცხადებას 1 თვის მანძილზე ეტაპობრივად დავიწყებთ. რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან არამიზნობრივი თანხების აღებას, ამას საკმაოდ რეგულარული ხასიათი აქვს. ეს ფაქტები შესაბამის სამსახურებშია დაფიქსირებული და ჩვენ მათ რეაგირებას უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.