მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო მუშაკების აცრის ტემპით კმაყოფილი არ ვარ - ამირან გამყრელიძე

61447ef75be09
ინგა მურუსიძე
17.09.21 15:50
825
"სამედიცინო მუშაკების აცრის ტემპით კმაყოფილი არ ვარ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ წრეებში სამედიცინო მუშაკები ყველაზე მეტია აცრილი, მათი ვაქცინაციის ტემპით კმაყოფილი არ ვარ. 14 სექტემბრის სტატისტიკით, ექიმების სულ მცირე 76% აიცრა ერთჯერადად. გასაგებია, რომ ექიმებში აცრილებიც მეტია, ვიდრე სხვა წრეებში, თუცა მოწოდებები უფრო და უფრო აქტიურდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი პირადი პოზიციაა, ექიმების და პედაგოგების აცრა იყოს მანდატორული. 

bm.ge-ის რეპლიკას - თუ ამირან გამყრელიძე აღნიშნულ ორ ჯგუფში სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა, რატომ არ უჭერენ მას მხარს მთავრობაში ან თავად რატომ ვერ შეძლო უწყებათშორისი საბჭოს წევრების დარწმუნება, NCDC-ის გენერალურმა ასე უპასუხა:

"ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს უწყებათშორის საბჭოზეც, თუმცა უმრავლესობა მომხრეა, რომ ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი", - ამბობს გამყრელიძე.