მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო პერსონალი, კონტაქტები, ცხელებიანი პაციენტები - ვის გაუკეთდება სწრაფი ტესტები?

5e845cc7e4519
ინგა მურუსიძე
01.04.20 13:25
1605
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, ალგორითმით განისაზღვრა ის ჯგუფები, რომლებსაც სწრაფი ტესტები გაუკეთდება.

გაბუნიას თქმით, ტესტების საჭირო რაოდენობა უკვე არის.

„გუშინ შევთანხდმით ტესტირების ახალ ალგორითმზე, რომელიც შეეხება სხვადასხვა კატეგორიას პაციენტებისა. ალგორითმით ოქროს წესად კვლავ რჩება PCR-მეთოდით ტესტირება, თუმცა მკაფიოდ არის ასევე განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი, ეს შეეხება როგორც ანტიგენზე დამყარებულ, ისე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს.

განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის, ეს არის პირველ რიგში სიმპტომების მქონე პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის კატეგორიას. ასევე მნიშვნელოვანია შევქმნათ ტესტირების შესაძლებლობა იმ პირებისთვის, ვისაც არ ჰქონდა მოგზაურობის ანამნეზი და ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიებს ან ჰოსპიტლებს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით.

გვაქვს უკვე მზაობა იმის, რომ ე.წ. ცხელებიანი პაციენტების ჰოსპიტლებში დაყოვნება მოხდეს 24 საათი და კორონავირუსის განსაზღვრა. ასევე ალგორითმით გამოიყოფა ის ჯგუფები, რომლებიც არიან მაღალი რისკის მქონე, ამას მიეკუთვნება კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი და ორგანიზებული ინსტიტუციური ჯგუფები. ამ ალგორითმის მიხედვით უმოკლეს ვადაში დაიწყება ტესტირება სამივე მეთოდის გამოყენებით“, - განაცხადა გაბუნიამ.