მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო პერსონალის 46% ერთჯერადად უკვე აიცრა - გამყრელიძე

610bbb3292be9
ინგა მურუსიძე
05.08.21 14:28
461
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის 46% ერთჯერადად აცრილია, მათი უმრავლესობა კი ექიმია.

„ხშირად ამბობენ, რატომ არ იცრებიან ექიმებიო. 71 ათასი ადამიანი გვყავს ბაზაში, რომელიც სამედიცინო პერსონალს მოიცავს. დღეისთვის მათი 46% აცრილია ერთჯერადად. სამედიცინო პერსონალი ყველაზე უფრო დაზარალებული იყო. მათგან ყველაზე მეტი არის ექიმი და ეს არის 64%. შემდეგ მოდის არასამედიცინო პერსონალი და 45% არის აცრილი, ექთნების - 34% და უმცროსი სამედიცინო პერსონალის 21% “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპებს, როგორც NCDC-ს ხელმძღვანელი ამბობს, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს აცრების მაჩვენებელი.

„კარგი იქნება, თუ ავალთ დღიურად 26 ათას აცრამდე. აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ამ თვალსაზრისით არის კრიტიკული და თუ ჩვენ მივაღწევთ დღიურად 30 ათას აცრამდე, ეპიდემიას შევაჩერებთ სერიოზულად და დავაგდებთ ეპიდემიის განვითარების ტემპს“, - თქვა გამყრელიძემ.