მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის" - ამირან გამყრელიძე

5e5763674b7d9
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.20 10:45
753
"სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის",  - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში ქვეყნის მზადყოფნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არი და ეს დაადასტურა მინისტრმა. ჩვენთან არის რეზერვი, როგორც საკარანტინო სივრცეების, ასევე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების, სადაც გახლავთ ყველა საშუალება, რომ ადამიანებს გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

მთავარი სიმპტომები ამ დაავადების იგივეა, რაც ყველა სხვა რესპირაციული დაავადების შემთხვევაში, იქნება ეს გრიპი თუ სხვა რესპირაციული ინფექციები. ეს სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. ამ ადამიანებთან ყველაზე საყურადღებო მდგომარეობაა ატიპიური ვირუსული პნევმონია, რითიც შემდგომ იღუპებიან ადამიანები; სადაც საჭიროა რეანიმაციული რესპირატორული დახმარებები, ამის რეზერვები არის. ამაზე საკმაოდ კარგად არის მომზადებული პერსონალი წინა პანდემიების დროს, მათ შორის როდესაც იყო არა - კორონავირუსული, არამედ როგორც საზოგადოებაში ეძახიან ღორის ე.წ. პანდემიური გრიპი 2008-2009 წლებში. პირველ ეტაპზე ქვეყანაში 4 ინფექციური საავადმყოფო გამოიყო და შემდგომ რეზერვში არის რამდენიმე მრავალპროფილური საავადმყოფო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.