მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო სერვისების სფეროში სახელმწიფოს როლის ზრდის სამი სავარაუდო გზაა - ჩხატარაშვილი

6436d53f25256
ალა ისპირიანი
12.04.23 20:00
618
ექიმმა ქეთევან ჩხატარაშვილმა MBGTV-ის გადაცემა „ საქმის კურსში“ სამედიცინო სერვისების სფეროში კერძო სექტორის წილის შემცირებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სამედიცინო სერვისების სფეროში კერძო სექტორის წილის შემცირებას გეგმავს. მიმდინარე კვირაში წარდგენილ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციის პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალური სექტორის მართვაში და მას პროცენტულად დომინანტური როლი აქვს, მაშინ როდესაც დღეს საქართველოში 18 000 საწოლზე მეტია, სადაც კერძო კლინიკებზე 91% მოდის. სახელმწიფო კლინიკებში კი მხოლოდ 1 600 საწოლია და ეს მთლიანი საწოლფონდის მხოლოდ 9%-ს შეადგენს. პრეზენტაციის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო კლინიკების ხვედრითი წილის გაზრდა არანაკლებ 60%-მდე იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩხატარაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ამ მიზნის მიღწევას როგორ აპირებს. მან ამის შესრულებისთვის სამი სავარაუდო გზა ჩამოთვალა, თუმცა რომელი გზით წავა სახელმწიფო ჯერ-ჯერობით უცნობია.

„ან უნდა ააშენონ ახალი კლინიკები ან კერძო ბიზნესებისთვის საავადმყოფოების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა უნდა მოხდეს, ან სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს - ეს სამი ვარიანტია და ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საით მივდივარ“, - განაცხადა ქეთევან ჩხატარაშვილმა.

მისივე თქმით, რისკია, სამედიცინო სერვისების სფეროში სახელმწიფოს როლის გაზრდით მომსახურების ხარისხი გაუარესდეს.

„არ ვიცი ეს ხარჯს რამდენად შეამცირებს, მაგრამ იმის რიკი, რომ მომსახურების ხარისხი გაუარესდეს ძალიან დიდია რადგან სამწუხაროდ ჩვენს სახელმწიფოს იმის საშუალება არ აქვს, მაღალტექნოლოგიური დანადგარები და ის ახალი ტექნოლოგიები, რაც დღეს მედიცინაში ყოველდღიურად ინერგება მასიურად შეიძინოს და ამ ტექნოლოგიებით უზრუნველყოს თავისი ახალი კლინიკები, რაც ავტომატურად აისახება მომსახურების ხარისხზე“, - განაცხადა მან.