მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამედიცინო ტურიზმი სახელმწიფოს და თითოეულ ჩვენგანს უდიდეს შემოსავალს მოუტანს“

61068364606f2
მარიამ იზორია
01.08.21 17:50
794
„თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ხელმძღვანელი გადაცემა „ქალების ნარატივში“ საქართველოში სამედიცინო ტურიზმის პოტენციალზე საუბრობს. სალომე ყვავილაშვილი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას უდიდესი შემოსავლის მიღების პერსპექტივა აქვს და ამას უცხოელი ტურისტების დაინტერესებაც ადასტურებს.

მისივე თქმით, პანდემიამდე ამ მიმართულებით მომხმარებლის 50 % უცხოელი ტურისტი იყო, შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფომ სამედიცინო ტურიზმში შესაბამისი რესურსი ჩადოს.

„პანდემიამდე სამედიცინო ტურიზმს ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა, ჩვენი მომხმარებლის 50% უცხოელი ტურისტი იყო, კოვიდამდე ძირითადი აქტივობა გერმანიიდან და საფრანგეთიდან გვქონდა, ახლა კი რუსეთი, უკრაინა და იტალია აჭარბებს, პანდემიის პერიოდში ეს შეწყდა, თუმცა, ჩვენი ძალებით საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლას ვცდილობთ, შევქმენით საერთაშორისო პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ონლაინკონსულტაციის დაჯავშნა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდანაა შესაძლებელი, მსურველებს სხვადასხვა პროცედურას ვუნიშნავთ და ყველა იმ საბუთით უზრუნველვყოფთ, რომელიც საზღვრის გადმოსაკვეთადაა საჭირო. ჩვენს ძალისხმევასთან ერთად სახელმწიფოს მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს მასშტაბით, სადაც სამედიცინო ტურიზმი განვითარებულია მათი მხრიდან უდიდესი რესურსი იდება, კარგად მესმის პანდემიის პირობებში ქვეყანა რამდენად რთულ პირობებშია, თუმცა, ეს ის დარგია, რომელიც როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი შემოსავალს მოუტანს“ - აღნიშნავს ის.

სალომე ყვავილაშვილი საქართველოს სამედიცინო ტურიზმის განვითარებასა და პოტენციალს სხვა ქვეყნებსაც ადარებს და დასძენს, რომ საქართველოს კურორტები ისეთ წამყვან კურორტებს აღემატება, როგორებიც გერმანიასა და ბუდაპეშტშია.