მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოს რეგიონში შეზღუდვები წესდება

5e8075e1b3015
BM.GE
29.03.20 14:14
858
სამეგრელოს რეგიონში შეზღუდვები წესდება. როგორც  პრემიერის პრეს სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე და ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არის მოქმედი.


" დადგება დამატებითი ბლოგ-პოსტები რეგიონის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, რაც ნიშნავს, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანით გადაადგილებას. ამაში იგულისხმება სოციალური დისტანციით გადაადგილება, ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნა არის დასაშვები, მძღოლის და ორი პირის, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ.

ამასთან პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რათა ეს წესი იქნას დაცული.

ამასთან მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები, რათა მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტების ფუნქციონირება, შეკრებები და ა.შ

ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდატის საათის შემოღება. ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრებისთვის მიმართული ღონისძიებები.

ასეთ მკაცრი კონტროლი განსაკუთრებულად არის მნიშვნელვანი აფხაზეთში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში და როგორც ცნობილია გალის რაიონში გამოცხადებულია ე.წ კომენდანტის საათი"-განაცხადა ჩიქოვანმა.