მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოსა და გურიაში 3,030 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

5e46a73d15d72
BM.GE
14.02.20 17:55
853
7-13 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში და ოზურგეთში, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში, 3,030 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.