17.ოქტომბერი .2019 22:24

სამეგრელოსა და გურიაში 49 600 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

views 246
უკან

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და ქალაქ ოზურგეთში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 49,600 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა