25.სექტემბერი .2019 14:50

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის შენახვის ფაქტები გამოავლინეს

უკან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, რიყეში, ცაცხვში, წალენჯიხის რაიონ სოფელ ფახულანსა და ოზურგეთის რაიონ დაბა ურეკში უაქციზო საქონლის (ჯამში 85,200 ღერი სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა