20.დეკემბერი .2019 15:26

სამეგრელოში 44,980 ღერი უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

views 338
უკან

სამეგრელოში 44,980 ღერი უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, ქალაქ ფოთში, წალენჯიხაში, წალენჯიხის სოფელ ფახულანში, მუჟავაში, ზუგდიდის რაიონ სოფელ ყულიშკარში, ოდიშში, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 44,980 ღერი სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა", – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა