მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

5e68e5c2b22d2
ინგა მურუსიძე
11.03.20 17:24
663
11 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურის შედეგად, 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილით, კანონდამღღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.