მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

5ee9ede5bda9b
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.20 14:26
1055
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტოს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 17 ივნისს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 396 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვა უაქციზო საქონელი.