04.თებერვალი .2020 17:45

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

views 270
უკან

შემოსავლების სამსახურმა ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, (ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე) და შემდეგ ქალაქებში: ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 46 920 ღერი სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა.

"საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო ერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის გამო, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა", – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა