11.თებერვალი .2020 12:35

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

views 248
უკან

შემოსავლების სამსახურმა ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, წალენჯიხის რაიონ დაბა ჯვარსა და სოფელ ფახულანში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის ჯამში, 66,460 ღერის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

გარდა ამისა, უწყებამ უაქციზო სიგარეტის – ჯამში 5,680 ღერის ტრანსპორტირების ფაქტები სოფელ რიყეში გამოავლინა. 

"საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა", – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა