მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეზობლო: ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა (ოქტომბერი)

61916d537bdf0
ეგნატე შამუგია
15.11.21 10:32
1458
საქართველოში გასულ თვეს სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა, რაც სექტემბერში 12.3% იყო. მიმდინარე წლის ივლისიდან კი სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზრდის ტემპი ორნიშნაა, რაც მანამდე 2011 წლის იყო, როცა ინფლაცია 14.5%-ს აღწევდა. საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალია და მიმდინარე წელს ყოველთვიურად ფასების დონე უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. თავად თურქეთში კი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წლის მძიმე პრობლემაა. ოქტომბრის მდგომარეობით, ამ უკანასკნელში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 19.9% შეადგინა, რაც სექტემბერში 19.6% იყო. გასულ წელს თურქეთში საშუალო წლიური ინფლაცია 12.3%-ს აღწევდა, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოში ეს მაჩვენებელი - 5.2%-ს, მაგრამ წლის ბოლოსკენ შემცირდა. შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო მეთოდოლოგიურ ნიუანსებს - ფასების ინდექსში კომუნალური მომსახურების არშეტანას უკავშირდებოდა.
 
გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

საქართველოში ინფლაციის ზრდა პანდემიამდე დაიწყო, ხოლო 2019 წლის მეორე ნახევარში სებ-მა პოლიტიკის განაკვეთის ზრდა დაიწყო, მაგრამ გასულ წელის აპრილ-აგვისტოში რეფინანსირების განაკვეთი 1.0 პ.პ.-ით შეამცირა. წლის ბოლოსკენ და უკვე მიმდინარე წლის დასაწყისში ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. მხოლოდ მარტის შუა რიცხვებში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პ.პ. -ით, 8.5%-მდე გაზარდა, რომლის მიზეზად სები ინფლაციურ მოლოდინებს ასახელებდა, მაგრამ აქვე დასძენდა, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მარტში ცენტრალური ბანკი მომავალში პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავდა, აპრილის ბოლო, "შეცვლილი გარემოების" გამო, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. ამ დროისთვის განაკვეთი ბოლოს აგვისტოს დასაწყისში, 10.0%-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ორი სხდომა გაიმართა, მაგრამ რეფინანსირების უცვლელი დარჩა. ორივე სხდომის (სექტემბერი, ოქტომბერი) შემდეგ ცენტრალური ბანკი ორნიშნა ინფლაციას თითქმის სრულად „ეგზოგენურ და ერთჯერად ფაქტორებს“ უკავშირებდა და დაკრედიტების ზრდის მიუხედავად მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ წნეხს გამორიცხავდა, ხოლო ინფლაციური მოლოდინების ფონზე პოლიტიკის უცვლელად დატოვებას, ამ უკანასკნელი გამკაცრების ფაზაში ყოფნით ხსნიდა.

საქართველოსგან განსხვავებით, თურქეთში ზედიზედ ორი კომიტეტის სხდომის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს შემცირდა. აღნიშნული მეტად არაორდინალურია იმ ფონზე, როცა სამომხმარებლო ფასების დონე უფრო სწრაფად იზრდება და ოქტომბერში ინფლაციამ 19.9%-ს მიაღწია. მონეტარული კომიტეტის ბოლო სხდომა 21 ოქტომბრის გაიმართა, სადაც პოლიტიკის განაკვეთის 16.0%-მდე შემცირება გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბრის სხდომაზეც მონეტარული რეფინანსირების განაკვეთი 19.0%-დან 18.0%-მდე შემცირდა. ამის მიზეზი შეიძლება ვთქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გავლენაა ფორმალურად დამოუკიდებელ ცენტრალი ბანკის მმართველებზე. თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები ინფლაციას არა თუ ამცირებს, არამედ, პირიქით, სწორედ ეს იწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდის სწრაფ ტემპს. წლის დასაწყისში სწორედ ასეთი პოზიციის გამზიარებელი შაჰაპ კავჩიოღლუმ ჩაანაცვლა ოთხთვიანი მოღვაწეობის შემდეგ, ცენტრალური ბანკის მმართველი ნაჯიმ აგბალი, რომლის მმართველობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ შეიწირა. კერძოდ, მიმდინარე წლის 18 მარტის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 17% -დან 19.0%-მდე ზრდამ, თუმცა ცენტრალური ბანკის მმართველობიდან პოლიტიკის შემსუბუქების მომხრეების გათავისუფლება ამით არ დასრულებულა, რადგან რეფინანსირების განაკვეთის შემცირების დაწყების შემდეგ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის დავალებით ორი ვიცე-მმართველი გათავისუფლდა. მათგან ერთი, უგურ ნამიკ კუჩუკი ღიად შეეწინააღმდეგა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით დაბალი, მაგრამ მზარდი ინფლაციით გამოირჩეოდა, თუმცა ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების დონის წლიური ზრდა ორნიშნა, 10.0%-ია. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 8.5% იყო. აზერბაიჯანში ფასების დონის სწრაფი ზრდა მიმდინარე წლიდან დაიწყო. თუკი გასულ წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.9% იყო, მიმდინარე პერიოდში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 5.6%-ია. მიუხედავად ყოველთვიურად ინფლაციის ზრდისა, აზერბაიჯანი ცენტრალური ბანკი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის სექტემბრამდე პოლიტიკის განაკვეთს დაბალ ნიშნულზე, 6.25%-ზე უცვლელად ტოვებდა. აღნიშნულს კი საქართველოს ეროვნული ბანკის მსგავსად, ფასების ზრდის უფრო მაღალ ტემპს „საგარეო ფაქტორებს უკავშირდებოდა. მაგალითად, ივლისში გამართულ სხდომაზე ბანკის მენეჯერთა საბჭო აღნიშნავდა, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილი არ იყო და ამიტომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა, თუმცა ცენტრალურმა ბანკმა სექტემბრიდან პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-მდე გაზარდა, ხოლო უკვე ოქტომბერში რეფინანსირების განაკვეთი 7.0%-მდე გაზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება „სავაჭრო პარტნიორებში მაღალი ინფლაციით“ და „ინფლაციური მოლოდინების ზრდით“ ახსნა.

საქართველოს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს სხდომა 02 ნოემბერს გაიმართა, სადაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 7.25%-ზე დატოვა. პოლიტიკის განაკვეთი წინა, 14 სექტემბერს გამართულ სხდომაზე 7.0%-დან 7.25%-მდე გაიზარდა, როცა ბოლო ექვსი სხდომა პოლიტიკის გამკაცრებაზე იყო გადაწყვეტილება, რადგან გასული წლის 15 დეკემბრის სხდომიდან მოყოლებული ყველა სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება იყო მიღებული. აღნიშნულ პერიოდში, ჯამში პოლიტიკის განაკვეთი 3.0 პ.პ.-ითაა გამკაცრებული, რაც 2020 წელის მანძილზე 1.25 პ.პ. -ით იყო შემსუბუქებული. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს სომხეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად იზრდება, რამაც ოქტომბერში 9.1% შეადგინა, ხოლო წლის მანძილზე საშუალოდ 6.9%-ია, რაც გასულ წელს 1.2% იყო და ამით სომხეთი რეგიონში გამორჩეული იყო. საშუალოვადიან პერიოდში ცენტრალური ბანკი ინფლაციის სამიზნე, 4.0%-იან მაჩვენებელთან დაბრუნებას ელოდება.

რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ გასულ წლის აპრილიდან ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. მიმდინარე წელის მარტში, როცა წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა, ამით 2019 წლიდან მოყოლებული ყველზე მაღალი მაჩვენებელი მოინიშნა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთში წლიური ფასების ზრდის ტემპი თანდათან იზრდება, რამაც ოქტომბერში 8.1% შეადგინა და წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.7 პ.პ. -ით მეტია. ამის მიუხედავად, ოქტომბრის მდგომარეობით წლიური ინფლაცია სამეზობლოდან ყველაზე დაბალ ნიშნულზე რუსეთშია, რომლის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა აპრილიდან მყარდება. ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ ბოლო მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება 22 ოქტომბერს მიიღო, როცა მონეტარული განაკვეთი 0.75 პ.პ. -ით, 7.5%-მდე გაიზარდა. ზრდის გადაწყვეტილება იყო მიღებული წინა, 10 სექტემბრის სხდომაზე მიღებული. კერძოდ, ამ პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-დან 6.75%-მდე გაიზარდა. ცენტრალური ბანკის ამჟამინდელი პროგნოზით, მომდევნო წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 4.0-4.5%-იან შუალედში იქნება.

გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები

ამდენად, გასულ თვეს სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი რეგიონის ყველა ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე წინა პერიოდებში. სამომხმარებლო ფასების ზრდის მაღალი ტემპის საპასუხოდ რეგიონის ცენტრალურმა ბანკებმა პოლიტიკის გამკაცრება წლის პირველი კვარტლის და მეორეს დასაწყისიდან დაიწყეს. გამონაკლისი კი აზერბაიჯანი იყო, მაგრამ სექტემბრიდან ამ უკანასკნელმაც პოლიტიკის განაკვეთი ზრდა დაიწყო. მიუხედავად ამისა, წლიური ინფლაცია ოქტომბერში ორნიშნა, წინა თვესთან შედარებით 1.5 პ.პ -ით მეტი იყო, როცა გასულ წელს აზერბაიჯანი დაბალი ინფლაციით გამოირჩეოდა. რაც შეეხება ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს, პოლიტიკის განაკვეთი აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა გაზარდეს. საქართველოს შემთხვევაში ბოლო ორი მონეტარული პოლიტიკის სხდომაა, რაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად ნარჩუნდება. ამავე პერიოდში საკმაოდ არაორდინალურ პოლიტიკას თურქეთის ცენტრალური ბანკი ატარებს, რადგან სექტემბერ-ოქტომბრის სხდომებზე მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი შემცირება დაიწყო, როცა წლიური ინფლაცია უფრო და უფრო მზარდია.