მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამგორის პარკი დღეს გაუბედურებული და გაპარტახებულია“ - კალაძის დავალება

605aebcf7b0c9
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.21 11:42
2469
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილე ანდრია ბასილაიას ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციის დროული პროექტირება დაავალა.

მისი თქმით, პარკი 3 ჰა-ზეა გაშლილი და ირგვლივ ბევრი მოსახლეა. 

„კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სამგორის პარკი დღეს გაუბედურებულია და გაპარტახებული. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და არსებული მდგომარეობა არ არის სახარბიელო. მინდა, დავავალო ანდრიას ბასილაიას, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ პარკის პროექტის განხორციელება.

ტერიტორია 3 ჰექტარზეა გაშლილი და დარწმუნებული ვარ, მაგარი პარკი გამოვა. დროულად დავიწყოთ პროექტის მომზადება ჩვენი უმაღლესი მიდგომებითა და მაღალი სტანდარტებით, ხოლო პროექტირების შემდეგ სამუშაოებსაც დავიწყებთ“, - განაცხადა კალაძემ.