მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამგორის რაიონში კანალიზაცია ქუჩებში მოედინება” - დეპუტატი GWP-ს აკრიტიკებს

63e4f2b263bc6
ანუკა ჯოხაძე
09.02.23 17:43
2706
სამგორის რაიონის მაჟორიტარი და საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ სამგორში პრობლემები როგორც წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებობს, ისე მისი თქმით, კრიტიკულ მდგომარეობაშია საკანალიზაციო სისტემა.

სოხაძის თქმით, გამგეობაში ყოველდღიურად შედის უკმაყოფილო მაცხოვრებლების ზარები შემოდის.

სოხაძე კომპანია GWP-ს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში თბილისის მაცხოვრებლებს მსგავსი ტიპის პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ.

“უამრავ მისამართზე არის დაზიანება, ეს შეეხება როგორც საკანალიზაციო ქსელს, ისე წყლის მომარაგებას. სამგორის რაიონში კანალიზაცია მოედინება ქუჩებში უწყვეტად. მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი ნაბიჯებია გადასადგმელი თვითონ კომპანიის მხრიდანაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტი და სახელმწიფოც აქტიურად უნდა ჩაერთოს.

მოსახლეობა, რომელსაც უწყვეტად აქვს წყალმომარაგება იგივე თანხას იხდის, რასაც მაგალითად ლილოს დასახლებაში მაცხოვრებელი, რომელსაც 365 დღიდან შეიძლება 200 დღე წყალი არ ჰქონდეს, ეს არის უსამართლობა", - ამბობს სამგორის მაჟორიტარი რევაზ სოხაძე.

კითხვაზე არის თუ არა გამოსავალი არსებული ტარიფის გაზრდა, იმისთვის, რომ კომპანიამ დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა გაზარდოს, რევაზ სოხაძე აცხადებს, მისი პირადი მოსაზრებაა, რომ თუ ტარიფის მცირედით გაზრდა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების გარანტია იქნება, ეს მოსახლეობისთვის მისაღები უნდა იყოს.

“არ მინდა ლილოს დასახლების მაცხოვრებლების გარეშე ვილაპარაკო, მაგრამ უმრავლესობას ალბათ ურჩევნია ცოტა მეტი გადაიხადოს, მაგრამ წყალი ჰქონდეს. თუ ეს არის მხოლოდ პრობლემა, მაგრამ მე არ მგონია, რომ მხოლოდ ამაში იყოს პრობლემა, მათ შორის მგონია, რომ ის რესურსები, რომელიც არსებობს უფრო ეფექტიანად იყოს გამოყენებული", - აცხადებს სამგორის მაჟორიტარი რევაზ სოხაძე.