მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამგორში ორი ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა ბიუჯეტს 4,2 მლნ ლარი დაუჯდება

62e38fec3d859
BM.GE
29.07.22 11:45
580
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონის გამგეობა ორი ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

კერძოდ, ვარკეთილი 3-ში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩიდან გახოკიძის ქუჩამდე არსებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 3 ჰა ფართობი კეთილმოეწყობა. აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია საბავშვო მოედნის, ტრენაჟორების, სანაგვე ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და ფერდობებზე, კორპუსებთან დამაკავშირებელი კიბეები მოეწყობა.

ამასთან, რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მკ/რ-ის კორპუსი 9-ის მიმდებარედაც, დაახლოებით, 1 ჰა ფართობზე.

მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან ჯამში, 4 200 000 ლარი გამოიყო.