მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამგორში ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა - ხანძარი ლოკალიზებულია

603cce2a8ffe2
ინგა მურუსიძე
01.03.21 15:22
713
სამგორში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ხანძრის ლიკვიდაციაზე 14 ეკიპაჟი მუშაობს.

„ცეცხლი ეკიდა დემონტაჟისთვის გამზადებულ, ცალკე მდგომ ერთ ცალ ვაგონს, რომელიც დგას რკინიგზის ჩიხში. ადრე გამოიყენებოდა საწვავის გადასაზიდად, თუმცა ამჟამად მასში საწვავი არ არის. დაშავებული არავინაა და საფრთხეც არ არსებობს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.