მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი აცრა, პრინციპში, "ომიკრონისგანაც" საკმაოდ ეფექტიანად იცავს - იმნაძე

61b9c20799de6
მარიამ ვარადაშვილი
15.12.21 14:31
654
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ Covid-19-ის ახალმა ვარიანტმა ქვეყანაში ცირკულაცია, შესაძლოა, ერთ თვეშიც დაიწყოს.

“საქართველო დედამიწაზეა და, შესაბამისად, რაც დედამიწაზეა ადრე თუ გვიან ჩვენთანაც იქნება. უახლოესი ერთი თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როცა საქართველოში ეს ვირუსი ცირკულაციას დაიწყებს. მანამდე, რა თქმა, უნდა ყოველდღიურ რეჟიმში კვირაში, დაახლოებით, 100-მდე გამოყოფილი ვირუსის სეკვენირება ხდება ანუ მუდმივად მიმდინარეობს მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება ქვეყანაში "ომიკრონი", ჯერჯერობით, არ გამოჩენილა. იყო რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, თითოეული მათგანი გამოკვლეულია. რა თქმა უნდა, ბოლოს და ბოლოს "ომიკრონი გამოჩნდება”, - აცხადებს იმნაძე.

იმნაძე ასევე ამბობს, რომ საბოლო ჯამში, ვაქცინის სამი დოზა ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია.

“ბოლო კვლევები გუშინ გამოქვეყნდა. ასტრაზენეკას ორ და “ფაიზერის” ვაქცინის ერთ დოზას, დაახლოებით, 71%-იანი დამცველობითი უნარი აქვს. “ფაიზერის” სამ დოზას, დაახლოებით, 75% აქვს დამცველობის უნარი. სამწუხაროდ, სინოებზე [სინოფარმი და სინოვაკი] კვლევა ჯერ გამოქვეყნებული არ არის, ამიტომ ზუსტ რიცხვებს ვერ გეტყვით. აქედან გამომდინარე, სამი აცრა პრინციპში "ომიკრონისგანაც" იცავს საკმაოდ ეფექტიანად”, - აცხადებს იმნაძე.