მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი ანტი(რეკორდი) - 28 სექტემბრის Covid-19-ის სტატისტიკა საქართველოში

5f72319dbd293
თამთა ჯიჯავაძე
28.09.20 23:54
1450
28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 441 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 800 პაციენტი.

დღეს კორონავირუსის სტატისტიკის თვალსაზრისით (ანტი)რეკორდული დღე იყო. COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 294-ით გაიზარდა, რაც მორიგი ანტირეკორდი იყო.

ამასთან, 28 სექტემბერს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 87-ით გაიზარდა, რაც რეკორდული დღიური რაოდენობაა. ცნობისთვის, COVID-19 ჯამში 2 054 პაციენტმა დაამარცხა.

28 სექტემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 32 პაციენტი იმსხვერპლა. მათ შორის ოთხი პაციენტი სწორედ 28 სექტემბერს, რაც ასევე რაოდენობრივად ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

გარდა ამისა, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 637 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.