“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსმა ანალიტიკოსმა, ბესო ნამჩავაძემ, გადაცემა “საქმიან დილაში” რუსეთის ეკონომიკაზე, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გავლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ დაახლოებით 4 თვე გავიდა პირველი სანქციის დაწესებიდან და რუსეთის ეკონომიკა ისევ მოსალოდნელზე უკეთესადაა, მაგრამ ზუსტი შეფასება მაინც რთულია.
“ვერ ვიტყვით კონკრეტულად რა მდგომარეობაა რუსეთში, რადგან ქვეყანამ ბოლო 4 თვეა, სტატისტიკური მონაცემები ჩაკეტა, ვერ ვიგებთ თუ რა ხდება მათ ბიუჯეტში, ვაჭრობაში. ტექნიკური დეფოლტი ადასტურებს, რომ არ არიან კარგ მდგომარეობაში. თუმცა იქედან გამომდინარე რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები არ იყო თავიდანვე ისეთივე მკაცრი, როგორიც დღეს არის და ესეც დაეხმარა, რომ დღეს უფრო დიდ კრიზისში არ არის,” - ამბობს ბესო ნამჩავაძე.
ანალიტიკოსის თქმით, ყველაზე მეტად რუსებს რაც ეხმარება, რომ გაუძლონ სანქციებს, გაზრდილი ნავთობის და გაზის ფასია. განსაკუთრებით ნავთობის ფასი, რადგან მისგან უფრო მეტი შემოსავალი აქვთ და ნავთობის ფასზე მიბმულია გაზის ფასიც.
“ნავთობი 40%-ით ძვირია დღეს და შესაბამისად, გაეზარდა რუსებს შემოსავალიც. პირიქით რომ ყოფილიყო და გაძვირების ნაცვლად 40%-ით გაიაფებულიყო, დღეს შეიძლება რუსეთის ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო და შეიძლება ომიც კი შეეწყვიტათ,” - განაცხადა ნამჩავაძემ.
კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი რუსეთისთვის, ნამჩავაძის თქმით, მესამე სამყაროს ქვეყნები, დიდი არადასავლური ქვეყნებია, რომლებიც არ უერთდებიან დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და მეტიც, მათ ეკონომიკურად ეხმარებიან.
“პირველ რიგში ეს ეხება ჩინეთს, ინდოეთს. ეს ქვეყნები არა მხოლოდ მოსახლეობით არიან დიდები, მათ დიდი ეკონომიკა აქვთ და ამ ქვეყნებმა გაზარდეს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა. გაზარდეს იმპორტი რუსეთიდან და უფრო მეტ თანხას უხდიან ენერგომატარებლებში, ვიდრე ეს ომამდე იყო. ხოლო მესამე ფაქტორი რუსეთის მოსახლეობაა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამტანია. ისინი დაშინებისა და პროპაგანდის გამო არ გამოხატავენ პროტესტს. სტატისტიკას არ აქვეყნებენ, მაგრამ სავარაუდოდ უმუშევრობაც ძალიან გაზრდილია, რადგან ქვეყანაში ბევრი ობიექტი დაიხურა, განსაკუთრებით ვაჭრობის სფეროში, სადაც უამრავი ადამიანი მუშაობდა,” - აღნიშნა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსმა ანალიტიკოსმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი