„გლობალური მშვიდობის ინდექსი”, “ღია ბიუჯეტის ინდექსი” და „მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსი“ - ამ სამ საერთაშორისო ინდექსში საქართველოს პოზიციით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოიწონა თავი.
ირაკლი ღარიბაშვილი: “გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა - ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი”.
ირაკლი ღარიბაშვილი: “ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა; ეს არის შედეგი ჩვენი მთავრობის მუშაობის”.
ირაკლი ღარიბაშვილი: „მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსით კი საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა“.
BMG-მ პრემიერის აღნიშნული განცხადებები გადაამოწმა და სამივე სიმართლეს შეესაბამება, თუმცა საგულისხმოა, რომ აღნიშნული ინდექსები არც ისე ახალია, ამ რეიტინგებიდან ზოგიერთში საქართველოს პოზიციით ირაკლი ღარიბაშვილმა ერთხელ უკვე მოიწონა თავი, ზოგიერთი კი საერთოდაც, საერთაშორისო ინდექსების ერთ-ერთი ქვეკომპონენტია.
მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსი მაისის ბოლოს გამოქვეყნდა და ამის შესახებ პრემიერმა 22 ივნისს, პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენები „კეთილდღეობის ინდექსი“ სინამდვილეში არის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ერთ-ერთი ქვეკომპონენტია. ზოგად ინდექსში კი, 2022 წელს საქართველო მკვეთრად - 14 ადგილით ჩამოქვეითდა. აღსანიშნია ისიც, რომ ეკონომიკური თავიუფლების ინდექსი მიმდინარე წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება „გლობალური მშვიდობის ინდექსს", ის ივნისში გამოქვეყნდა და მართალია, როგორც პრემიერიც ამბობს, საქართველოს პოზიცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ზოგად რეიტინგში ჩვენი ქვეყანა 95-ე პოზიციაზეა და აღსანიშნია ისიც, რომ შარშანდელთან შედარებით, საქართველომ ცხრა პოზიცია დაკარგა. 2021 წელს ქვეყანა მოცემულ იდნექსში 89-ე ადგილას იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი