საქართველოში აშშ–ის საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მრჩეველმა მაიკლ ჰონიგშტაინმა BMGTV-ის გადაცემას – „ანალიტიკა“ – ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გადაცემის ავტორთან და წამყვანთან ელენე კვანჭილაშვილთან პირისპირ საუბარი იმ საკითხებსაც შეეხო, რაც საქართველო–ამერიკის ურთიერთობების დღის წესრიგი უკვე კარგა ხანია არის, თუმცა ხელშესახები წინსვლა ამ ნაწილში არ გვქონია. „ანალიტიკა“–მ აქცენტი ამერიკასთან თავისუფალ ვაჭრობაზე, პირდაპირ ფრენებსა და ინვესტორთა სქრინინგის დანერგვაზე დასვა.
საქართველო–ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ისევ განხილვის თემაა, ისევ დღის წესრიგშია? ბოლო რამდენიმე წელია, ამ კითხვას ჯიუტად ვიმეორებთ...
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პასუხისმგებლობაა. ისინი სწავლობენ ტექნიკურ საკითხებს და პერიოდულად აახლებენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას. ყოველთვის მჭიდროდ ადევნებენ თვალს, რა პროცესებია საქართველოში – ამ მიმართულებით მეტი სიახლის გაზიარება ამ ეტაპზე არ შემიძლია.
კიდევ ერთი ასეთი საკითხი პირდაპირი ფრენებია ამერიკასთან. ამ მიმართულებით ხომ არ არის რაიმე სიახლე?
დიდი ხანია, უკვე ამაზე ვსაუბრობთ – აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და დეტალურად გავდივართ აუცილებელ ნაბიჯებს. ყველაზე მთავარი, რაც ამ ეტაპზე გვჭირდება, ეს ავიაკომპანიის პოვნაა, რომელსაც პირდაპირი ფრენების განხორციელება მოუნდება. არის ტექნიკური საკითხებიც, რომლებიც გადასაჭრელია. თუმცა, ეს ის ამოცანაა, რომლის მიღწევაც ყველას გაგვახარებდა.
მახსოვს, ქალბატონმა დეგნანმა ახსენა, რომ ამერიკა საქართველოს ინვესტორთა სქრინინგის მექანიზმის შემუშავებაში ეხმარება – არის რაიმე სიახლე ამ მიმართულებით?
ეს კიდევ ერთი მიმდინარე პროექტია. ჩვენი კომერციის დეპარტამენტის კოლეგები საქართველოში არიან, თითქმის ყოველ მეორე თვეს ჩამოდიან და აქაურ კოლეგებთან ერთად მუშაობენ. სქრინინგის მექანიზმი მნიშვნელოვანია, რადგან უნდა მოიზიდო არა მხოლოდ ინვესტორები, არამედ, მაღალი ხარისხის ინვესტორები – ისინი, ვინც გაავრცელებენ ცოდნას, ტექნოლოგიებს – ინვესტორები, რომლებიც ზრდიან კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. სქრინინგის მექანიზმი საქართველოს მისცემს ასეთი ტიპის ინვესტიციების აღრიცხვის და მოზიდვის შესაძლებლობას, რაც შემდეგ ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობაში გადაითარგმნება.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი