მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი შესაძლებლობა, რომლითაც შეიძლება საქართველომ ვაქცინა მიიღოს - გოცაძე

6023b9f172e35
ინგა მურუსიძე
10.02.21 20:30
588
საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტის, გიორგი გოცაძის განცხადებით, თუ გვინდა, რომ მოსახლეობის 60% იყოს აცრილი და ცოტა უფრო მეტად გავხსნათ ეკონომიკა, პირველ რიგში საჭიროა ვაქცინის მოპოვება.

როგორც გოცაძემ FORBES Talks-ის ეთერში საუბრისას თქვა, საჭიროა კოლექტიური შესყიდვების მექანიზმებზე გავაკეთოთ აქცენტი.

„რაც შეეხება კოლექტიურ მექანიზმებს, პირველი არის კოვაქსი, რომელთანაც უკვე ვმუშაობთ, მაგრამ მას აქვს ლიმიტირებული რესურსი. საორიენტაციოდ კოვაქსი მოგვცემს მოსახლეობის 23%-ის ასაცრელი ვაქცინების დოზას. ამის გარდა, ვაქცინა უნდა მოვიპოვოთ მოსახლეობის 37%-ის ვაქცინაციისთვისაც. ჩემი ინფორმაციით, ამ დოზების მოსაპოვებლად საქართველოს ორი შანსი აქვს. ერთი არის ევროგაერთიანების ვაქცინების გაცვლის მექანიზმში მოხვედრა და მეორე - უნდა ვიმუშავოთ საერთაშორისო ბანკებთან. როგორც ვიცით, მსოფლიო ბანკი აკეთებს კოლექტიური შესყიდვების მექანიზმს. გარდა ამისა, ევროკავშირთან საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმუშავოს“, - განაცხადა გოცაძემ.

მისი თქმით, საეჭვოა საქართველოს ჰქონდეს ინტელექტუალური შესაძლებლობა, ან იმის რისკის გაღების შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურ მწარმოებლებთან, რომლის ვაქცინამაც შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ რეგისტრაცია გაიაროს, წინასწარი მოლაპარაკების და კონტრაქტურ ურთიერთობაში შევიდეთ, რადგან საქართველოს ბიუჯეტისთვის ეს დიდი რისკი იქნება.