მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამი ტბა“ - ახალი გლემფინგ-სივრცე ლაგოდეხში

62f2572cb9b0d
მარიამ ვარადაშვილი
13.08.22 10:05
3426

ლაგოდეხში, სოფელ განათლებაში ახალი ტურისტული ობიექტი „სამი ტბა“ მოეწყო. 8 გლემფინგ კარვისა და 1 ხის კოტეჯის მოწყობისთვის ჯამში 210 000 ლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 168 000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით მორჩაძე BMG-ისთან საუბრისას ამბობს, რომ მშენებლობის პროცესი სულ ახლახან დასრულდა და ობიექტი პირველი სტუმრების მიღებას დაახლოებით 1 კვირაში შეძლებს. მისივე თქმით, განთავსების ობიექტი ერთდროულად 22 ადამიანის სტუმრობას შეძლებს.

„სულ გვქონდა სურვილი მსგავსი ადგილი გვქონოდა და შემდეგ პროექტიც დავწერეთ. სოფლის განვითარების სააგენტოსაც მოეწონა და საბოლოო ჯამში მოგვცეს დაფინანსება. რაც შეეხება ვიზიტორებს, ახლა მათი მოძიების ეტაპზე ვართ. ინტერესს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისგან ველით. იმისთვის, რომ ჩვენმა დამსვენებლებმა „სამი ტბის“ სტუმრობისას დრო საინტერესოდ გაატარონ, განთავსების გარდა ველო ტურნირებს, ცხენებით გასეირნებას და თევზაობას ვთავაზობთ”, - ამბობს დავით დავით მორჩაძე და დასძინა, რომ ერთი ღამით განთავსების ღირებულება 250 ლარი იქნება.