მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო - პირველ ეტაპზე საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის საკმარისი ვაქცინები შემოვა

6042430ea98e8
ინგა მურუსიძე
05.03.21 18:34
310
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველ ეტაპზე შემოსული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით სამედინო პერსონალი აიცრება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ეს მარტში მოხდება, ხოლო აპრილში ქვეყანა კვლავ ელოდება ვაქცინების ახალ დოზებს და დანარჩენი ჯგუფებიც აიცრებიან.

„ამ ეტაპზე რა დოზებსაც მივიღებთ, ეს გაწვდება მედპერსონალს. ამ ჯგუფში არის 57 ათასი ადამიანი, რომლის ვაქცინაციაც იგეგმება პირველ ეტაპზე. პირველი მოწოდება იქნება სამედიცინო პერსონალისთვის და დაფარავს მათ საჭიროებას. თუმცა მალევე ველოდებით დამატებით დოზებს, აპრილში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზეც. ის ეტაპობრიობა, რაც ამ გეგმაში გვაქვს განსაზღვრული, მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობის გაცხადებული გეგმით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. თვის ბოლომდე საქართველო Pfizer-ის 30 ათასამდე ვაქცინას და AstraZeneca-ს წარმოებულ ვაქცინებს მიიღებს. შესაბამისი დასტური ქვეყანამ დღეს მიიღო. მოსახლეობის აცრა მარტის ბოლოს უნდა დაიწყოს.