21.აგვისტო .2020 18:00

სამინისტრო: 19,873 აბონენტი 2.6 მლნ ლარის სამელიორაციო გადასახადისგან გათავისუფლდა

views 352
უკან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 19,873 აბონენტი გათავისუფლდა. შესაბამისად, ისინი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიას 
2,587,664 ლარის გადასახადს აღარ გადაუხდიან.

"ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება,"- ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში. 

კომპანია "საქართველოს მელიორაცია" საირიგაციო არხების მეშვეობით ქვეყანაში სარწყავი დანიშნულების წყლის ოპერატორია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა