23.დეკემბერი .2019 14:14

სამინისტრო: 2019 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულებულია

views 128
უკან

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის, როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შეასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს:

„22 დეკემბრის მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 11 მილიარდ 371,9 მილიონი ლარი შეადგინა. ამ დროისთვის გადაჭარბება 61,9 მლნ ლარია.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს - საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 9 მილიარდ 651,8 მილიონი ლარი. გადაჭარბება 6,8 მლნ ლარს შეადგენს“.