მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო: ამერიკელი ინვესტორები ქართულ სტარტაპებს ნახევარი მილიონი დოლარით დააფინანსებენ

607956d32131f
BM.GE
16.04.21 13:17
554
2021 წლის 15 აპრილს, ქ. სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ამერიკელი კერძო ინვესტორების ჯგუფს „TECH Friends of Georgia“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა გახსნა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძემ. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და მინესოტას სენატორმა (2003-2009) ნორმ ქოლმანმა.

აღსანიშნავია, რომ სენატორი ქოლმანი, რომელიც საქართველის მეგობარი და მხარდამჭერია, მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ კერძო კომპანიებთან და ხელს უწყობს ქართული ბიზნესის გაძლიერებას აშშ-ში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოსა და კალიფორნიის სტარტაპ ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც „TECH Friends of Georgia“ განახორციელებს 500,000 აშშ დოლარის ინვესტირებას.