ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ქვეყანამ 2015 წელს დაიწყო იყო და რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ პრიორიტეტად.
უწყების ცნობით, ამ პროგრამის ფარგლებში დღემდე 64000-ზე მეტი ადამიანი იღებს სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობას, რომლის გარეშეც მათი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.
"აუდიტის დასკვნა, რომელიც 2018 წლის პერიოდს მოიცავს აქცენტს აკეთებს პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მარაგების მართვის ხარვეზებზე. ასეთი ტიპის პროექტებისთვის მედიკამენტების საჭირო რაოდენობის სწორად პროგნოზირება უაღრესად მნიშვნელოვანია და სამინისტრო მუდმივად მუშაობს მარაგების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაზე.
C ჰეპატიტის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მედიკამენტების დაგეგმვის პროცესში პროგნოზული ცდომილება არ აღემატება 5%-ს.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განმარტა, რომ აუდიტის დასკვნაში საუბარია 2000-ი პაციენტის დოზაზე.
„ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-1200 პირს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ ყოველთვიურად, რომ პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა С ჰეპატიტის პროგრამის აღიარებას საერთაშორისო დონეზე და მის მაღალ ეფექტურობას, რაც პაციენტების 98%-ს სრული განკურნების შესაძლებლობას იძლევა.
საქართველომ 2019 წლის დასაწყისში მიიღო ევროპის ღვიძლის საზოგადოების ჯილდო და აღიარებულ იქნა, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის სანიმუშო ქვეყანა.
საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით პროგრამა ემ ეტაპზეც აქტიურად ხორციელდება ელიმინაციის მიზნების სრულად მისაღწევად. პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არის სრულიად უფასო. ასევე ხელმისაწვდომია მკურნალობისთვის საჭირო უახლესი თაობის მედიკამენტებიც", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის