მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო საგადასახადო შეღავათების სიას წარადგენს, რომელიც შეიძლება გაუქმდეს

620e431a7237c
შოთა ტყეშელაშვილი
17.02.22 17:00
991
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წელს წარმოადგენს საგადასახადო შეღავათების სიას, რომლიდანაც ცალკეული შეღავათები შესაძლოა გაუქმდეს.

პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის და USAID-ის დახმარებით გასულ წელს დაიწყეს ქვეყანაში არსებული საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესწავლა. საუბარია დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის შეღავათზე.

“ მიმდინარე წელს დავასრულოებთ ამ შეღავათების რაოდენობრივ შეფასებას და მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს დავურთავთ. ეს შესაძლებელს გახდის შემდეგ შეღავათების ოპტიმიზაციას, რომ დაიწყოს საჯარო დისკუსია ამ თემაზე,”- განაცხადა ფინანსტა მინისტრმა.

საგადასახადო შეღავათების შეფასებაზე მუშაობა წინა ფინანსთა მინისტრის დროს დაიწყო. ივნისში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა, რომ საგადასახადო შეღავათების მოცულობა წელიწადში 2 მილიარდ ლარამდე იყო. უცნობია ამ შეღავათების რა ნაწილის გაუქმებას განიხილავს დღეს ფინანსთა სამინისტრო.