მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო: საქართველომ ვაშლის ექსპორტიდან $1 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო

5f8d89f5abd1d
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.20 18:50
875
18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2 514 ტონა ვაშლი, რაც თითქმის 7-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია, რომ დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წელს, ვაშლის უხვი მოსავალია. ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, ქართული ვაშლის ექსპორტი წელს, ძირითადად რუსეთის და ყაზახეთის ტრადიციულ ბაზრებზე ექსპორტირდა. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ვაშლის ექსპორტი სომხეთის რესპუბლიკის, სინგაპურის და ჰონკონგის მიმართულებით განხორციელდა.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (2431.8 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (75. ტონა), სომხეთის რესპუბლიკა( 6.5 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0.3 ტონა).

რაც შეეხება ვაშლის ექსპორტით მიღებულ შემოსავალს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იუწყებიან, რომ ეს რიცვი წელს 370 %-ით გაიზარდა და და 1 098 000 აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.