მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო სახელმძღვანელოებს გაუგზავნის

5e739d3ad6f5b
თათია ჩაფიჩაძე
19.03.20 21:19
800
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ.

პირველ ეტაპზე პროექტში ჩართულ სკოლებს გაეგზავნება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ხელსაწყოების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო ვიდეო და ტექსტური სახით. ასევე, მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე. საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს, დახმარება გაუწიონ დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, ერთი კვირის ვადაში უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: www.email.mes.gov.ge; დაინტერესებულ სკოლებში პროექტის განხორციელება მყისიერად დაიწყება.

უკვე შექმნილია რაიონული ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები პროგრამა TEAMS-ში, რომლის მეშვეობითაც ახალი სკოლის მოდელის ტექნოლოგიების ექსპერტები კონსულტაციებს გაუწევენ სკოლებს, რომლებიც სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით Microsoft office 365-ის პროდუქტების დამოუკიდებლად გამოყენებას გადაწყვეტენ.