11.აპრილი .2020 15:43

სამინისტრო: "სუფთა სახლს" შეუძლია საკუთარი პროდუქტით სხვა სუპერმარკეტები მოამარაგოს

სამინისტრო:
views 5963
უკან

BMG-ის კითხვაზე პასუხად, თუ რატომ შეეზღუდა ჰიგიენური და საწმენდი საშუალებების მაღაზიათა ქსელ "სუფთა სახლს" მუშაობა, ეკონომიკის სამინისტროში პასუხობენ, რომ კომპანიას მუშაობა ბოლომდე არ ეზღუდება და მას შეუძლია "სხვადასხვა სუპერმარკეტები" მოამარაგოს საკუთარი პროდუქციით. 

ეკონომიკის სამინისტროს განმარტება:

"სუფთა სახლის მაღაზიათა ქსელს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს ეძლევა მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება. შესაბამისად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა სუპერმარკეტები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ბითუმად მოამარაგოს "სუფთა სახლის" პროდუქციით,"- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ქსელმა "სუფთა სახლმა" საქმიანობის დროებითი შეზღუდვის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. კომპანია აღნიშნავს, რომ მათ თავდაპირველად მთავრობის ცხელ ხაზზე განუცხადეს, რომ საქმიანობის გაგრძელება შეეძლოთ, თუმცა კომპანიამ შემოსავლების სამსახურისგან მიიღო შეტყობინება საქმიანობის დროებითი შეჩერების გამო, რის გამოც კომპანია საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ან მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანამდე ქსელს ხურავს. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა