სამინისტროს არ ვეუბნებით, რომ ტყუიან, განაფასონ და მოგვისმინონ, - ამის შესახებ კარდიოქირურგთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან ლომინაძემ bmg-ის გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.
რაც შეეხება 520-ე დადგენილების პირველ შედეგებს და ეფექტს, ლომინაძე ამბობს, რომ პირველი შედეგი დადგა და ეს არის მაღალფასიანი ოპერაციების გადადება.
„ეფექტი ის არის, რომ არის ნოზოლოგიები და ოპერაციები, სადაც განფასება ოპერაციის და საოპერაციო დანახარჯი ვერ ეტევა ფინანსურად. ასეთი კოპლექსური ოპერაციები, რომელიც მაგალითად ბიოლოგიური სარქველის პროთეზირებას მოითხოვს, უნდა განხორციელდეს ბიოლოგიური სარქველის და შუნტირება და ფინანსურად საკმაოდ ხარჯიანია, ფაქტიურად თუ გადაუდებელი არ არის, ვცდილობთ გადავდოთ“, - განაცხადა ლომინაძემ.
მისივე თქმით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს პოსტფაქტუმ, ადგენს განფასებას და ექიმებთან ამაზე არ მსჯელობს.
„პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ძალიან ინტენსიურად ხდებოდა ჩვენი შეხვედრები სამინისტროში, რომელშიც მონაწილეობდნენ დარგობივი ასოციაციები და კლინიკები. ჩვენ არაფერზე ვდავობთ, შეიძლება სამინისტრო მართალია, მაგრამ გვინდა, რომ სამინისტროში გადავგზავნოთ კალკულაცია, დანახარჯი, რაც ჩვენი კოლეგების მიერ არის შექმნილი, სამინისტრომ განაფასოს და მოხდეს მსჯელობა ამაზე.
შეიძლება სამინისტროა მართალი, შეიძლება ჩვენ, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს ფასწარმოქმნის სტანდარტი. არსებობს სტანდარტები, რომელიც ჩვენ სამინისტროს გადავუზგავნეთ ახალ წლამდე და შემდეგ უნდა მომხდარიყო ყველაფრის განხილვა სამუშაო ჯგუფებში, თუმცა ამ ყველაფერს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენ არ ვეუბნებით სამინისტროს, რომ ტყუიან. ვეუბნებით - განაფასეთ და დავილაპარაკოთ“, - განაცხადა ლომინაძემ.
შეგახსენებთ, რომ 37 სამედიცინო ასოციაცია 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით პრემიერს და მთავრობას წერილით მიმართავს. ასოციაციები კვლავ აცხადებენ, რომ 520-ე დადგენილება უნდა შეჩერდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი