მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტროს პასუხი კლინიკებს, რომლებიც 520–ე დადგენილების გამო, გეგმიურ ოპერაციებს ვეღარ ატარებენ

5df609f2b2ec9
BM.GE
15.12.19 16:00
4905
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმ კლინიკების ხელმძღვანელებს პასუხობს, რომლებიც აცხადებენ, რომ მთავრობის 520-ე დადგენილების გამო, გეგმიურ ოპერაციებს ვეღარ ატარებენ.

როგორც გაბუნიამ BM.GE–სთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი პრობლემის შესახებ სამინისტროსთვის ოფიციალურად არცერთ სამედიცინო დაწესებულებას მიუმართავს.

„თუ რომელიმე კლინიკა ჩათვლის, რომ ამ პირობას ვეღარ შეასრულებს და გადაწყვეტს, რომ მაგალითად, ვერ ასრულებს გეგმიურ ოპერაციას, ამ შემთხვევაში უნდა გვაცნობოს – მას შეუძლია პროცედურის შესრულებაზე თქვას უარი, გარკვეული პროცედურით.

ეს არის ალბათ ვფიქრობ, უფრო არაფორმალური გზით გაჟღერებული ინფორმაცია, რადგან ჩვენამდე, ფორმალური მომართვა რომელიმე კლინიკიდან იმის შესახებ, რომ ის უარს ამბობს სერვისის მიწოდებაზე, არ მოსულა, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს დღევანდელი ინფორმაციით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იმ შემთხვევაში კი, თუ სამინისტრომდეც მივა ოფიციალური ცნობა გეგმიური ოპერაციების არ ჩატარების შესახებ, გაბუნია მიიჩნევს, რომ საბოლოოდ პაციენტს პრობლემა მაინც არ შეექმნება.

„ამ შემთხვევაში, სერვისების მიწოდება იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროებაა, ანუ ბევრი პროვაიდერია ჩართული“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.