მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტროს "ჰელსიკორის" 4 მლნ-მდე დავალიანება აქვს - კლინიკა ტიკარაძის უწყებას მიმართავს

5e04ae3e49ee6
ვიქტორია მღებრიშვილი
26.12.19 16:55
7832
ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი კლინიკის მიმართ 3.8 მლნ ლარი აქვს დავალიანება, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ერიცხებათ, - ამის შესახებ BM.GE-ისთან ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიის და ანგიოლოგიის ცენტრის "ჰელსიკორის" დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ განაცხადა.

მისი თქმით, 7 თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დასარიცხი თანხა არ ჩაურიცხავს.

„დღეს განვახორციელეთ ზარი სამინისტროში და ვუთხარით, რომ ვერც მედიკამენტებს ვეღარ ვიყიდით, ვერც სახარჯ მასალებს. გთხოვთ, გაუკეთეთ ორგანიზება, რომ პაციენტები, რომლებიც წვანან ჩვენს კლინიკაში გადაიყვანეთ სხვა სახელმწიფო კლინიკებში ან დაარტყით ბეჭედი შესრულებას და დაიწყეთ თანხების გადმორიცხვა ან მოემსახურეთ ამ ხალხს სხვა კლინიკებში. ხელფასებს ვერ გავცემთ წინასაახალწლოდ, იმიტომ რომ ამხელა დავალიანებით შეუძლებელია, ხელფასის კი არა მასალის შესყიდვაც არ შეგვიძლია. სამინისტროდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ვფიქრობ, ჯერჯერობით, არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ ბეჭედს თუ დაარტყამენ კიდევ 10 სამუშაო დღე უნდა, გამორიცხულია, რომ სადღაც 10 იანვრამდე თანხა ჩაგვერიცხოს. შეიძლება 10-შიც არ ჩაირიცხოს“, - ამბობს რუსუდან ლაგვილავა.

"ჰელსიკორის" დირექტორმა განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში კლინიკა თანამშრომლებს საკუთარი სახსრებით უხდიდა ხელფასს, წინა საახალწლოდ კი, ეს რესურსიც აღარ აქვთ.

„ჩვენ დამატებითი 150 000 დოლარის კრედიტი ავიღეთ წინა თვეში და გავეცით ხელფასები ამ თვეში იმისთვის, რომ მედიკამენტები შეგვესყიდა, დამფუძნებლებმა, როგორც ისრაელიდან ასევე საქართველოდან, დამატებით აიღეს კრედიტები და 50-50 ათასი დოლარი შემოიტანეს, რომ არ გავჩერებულიყავით“, - ამბობს "ჰელსიკორის" დირექტორი.