მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამივე სსიპ-ი არაკოორდინირებული იყო”- რატომ შეიქმნა ახალგაზრდობის სააგენტო?

5f09931f244ba
ანა ჯოხაძე
11.07.20 14:19
1327

ახალგაზრდობის სააგენტო განათლების სამინისტროს 3 საჯარო სამართლის იურდიული პირის სამართალმემკვიდრე გახდა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ყოფილი სსიპ-ების, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საქმიანობა კოორდირებულად, საერთო ხედვით არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, აუცილებელი იყო ახალი სტრუქტურული ერთეული შექმნა, რომელიც ბიუროკრატიის შემცირებას და ხარჯების დაზოგვას შეძლებდა.

“სიმართლე რომ ვთქვათ, სამივე სსიპ-ი არაკოორდინირებული იყო. სფეროს განვითარება საერთო ხედვის გარეშე არ მიდიოდა და ამიტომ სტრუქტურული რეფორმის განხორციელება გახდა საჭირო... ერთი, რომ ბიუროკრატიის შემცირება მოხდა, რაც ბუნებრივად 30%-ით ეფექტურობას ზრდის. ასევე ბიუჯეტი იმ სამი უწყების ჯამურად იყო 8 მილიონ ლარამდე, გაერთიანებული სააგენტოს ბიუჯეტი კი 5 მილიონი ლარია“-ამბობს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი.

 

კითხვაზე თუ რა პროექტები განხორციელდა სააგენტოს მიერ დღემდე, ჩარკვიანი გვპასუხობს, რომ შეიქმნა 9 პუნქტიანი რეფორმა, რომლის მიხევიდთაც ქვეყანაში ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა უნდა ჩამოყალიბდეს. მისი განმარტებით, მათი ძირითადი მიზანი და ხედვა ერთია, იყვნენ ზოგადი პოლიტიკის შემქნელები, ხოლო მოკლევადიანი პროექტების აღსრულება კერძო სექტორს გადააბარონ.

“პროექტებში ჩვენ თუ ვგულისხმობთ მოკლევადიან პროექტებს, ეს ჩვენი როგორც პოლიტიკის შემქნელი უწყების საქმიანობის 5%-ია. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკოსისტემა შეიქმნას. ეკოსისტემის შემქნა და ეკოსისტემისთვის შესაბამისი ადამიანური რესურსის განვითარება არის მთავარი, რაც უზრუნველყოფს სფეროს მდგრად განვითარებას და შემდგომ უკვე ფუნქციონირებას. ჩვენ პოლიტიკის განმსაზღვრელები ვართ, რომლების ეკოსისტემის განვიათარებას ხელს ვუწყობთ, ხოლო პროექტების, პროგრამების განხორციელება სახელმწიფოს საქმე არ უნდა იყოს, ეს კერძო ბაზრის საქმეა, რომელიც სფეროში კონკურენციას გაზრდის”-აცხადებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი.


შეგახსენებთ, ახალგაზრდობის სააგენტო ყოფული პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის 2019 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით შეიქმნა. ამასთან მალევე გახდა ცნობილი, რომ სააგენტოს უხელმძღვანელებდა რეზო ჩარკვიანი, რომელიც იქამდე მამუკა ბახტაძის მრჩეველის პოსტს იკავებდა ახალგაზრდულ საკითხებში.