რამდენიმე დღის წინ "ჯანდაცვის ასოციაციის" წევრმა 100-მა კლინიკამ ზურაბ აზარაშვილს ღია წერილით მიმართა. წერილში წერია, რომ ჰოსპიტალური სექტორისთვის ტარიფების საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. კლინიკები აღნიშნული გამოწვევის მოუგვარებლობის შემთხვევაში ოპერირების გაგრძელების საფრთხეებზე საუბრობენ.
აღნიშნულის საპასუხოდ ზურაბ აზარაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ბევრი კლინიკა გაიხსნა, ამიტომ რომელიმე ქალაქში მომსახურების მიწოდების მიმართულებით საფრთხე არ შეიქმნება.
"ქვეყანაში გვაქვს სამედიცინო სექტორი, რომლის 80%-ზე მეტი კერძო კლინიკებით არის უზრუნველყოფილი, დანარჩენი სახელმწიფო კლინიკებია. პრინციპული განსხვავებაა ამ ორს შორის,რადგან სახელმწიფო კლინიკები შეიძლება მხოლოდ პაციენტების მომსახურების გაწევაზე იყვნენ ორიენტირებული და შემოსავლიანობაზე, რომ მინიმუმ გაწეულ ხარჯებს აკმაყოფილებდეს. კომერციულ კლინიკებს რაც შეეხება, მაგალითად ამ თვეშიც და წინა თვეებშიც ბევრი კლინიკა გაიხსნა. ამდენი კლინიკა, იმიტომ იხსნება, რომ კომერციული ინტერესია.
კვლევებით დასტურდება, რომ სამედიცინო კლინიკები და სამედიცინო საწოლები ქვეყანაში სამჯერ მეტი გვაქვს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იმის საშიშროება, რომ რომელიმე ქალაქში გეოგრაფიულად ვერ მივაწოდოთ ესა თუ ის მომსახურება, ნაკლებად არის, იქიდან გამომდინარე, რომ ამის ოპტიმიზაციის საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს. ეს ბიზნესიც, კომერციულ ნაწილში, ისეთი ბიზნეს მოდელით უნდა იყოს შექმნილი, რომ [შემოსავლის გათვალისწინებით] იყოს საწოლების, პერსონალის ოპტიმალური რაოდენობა.
თუ რომელიმე კლინიკა დაუტვირთავია, მისი დატვირთვა რომ გაზრდილი ტარიფების ხარჯზე მივაღწიოთ, არასწორია. ეს უნდა იყოს ოპტიმიზაციის ხარჯზე მიღწეული და რაც მნიშვნელოვანია უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი",- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე