ხელნაკეთი სამკაულების ბრენდ Dots & Dashes Georgia-ს თანადამფუძნებელი ანა სტურუა-მელიქიშვილი BM.GE-სთან საუბრისას იმ ძირითად გამოწვევას შეეხო, რომლიც ბაზარზე ოოპერირების დროს გამოიკვეთა.
„ჩვენ ვაკეთებთ ხელნაკეთ, ვერცხლის სამკაულებს, რომლებზეც სიტყვები მორზეს კოდით იშიფრება. ყველაზე პრობლემური არის ის, რომ მრავალფეროვანი მასალები არ მოიპოვება თბილისში და ამიტომ ჩამოტანა გვიწევს. ხოლო რაც არის, ძალიან ძვირია. იმავე მასალაში საზღვარგარეთ 5-ჯერ ნაკლები გადაგვიხდია. ამ ეტაპზე, ეს არის ჩვენთვის ყველაზე რთული“, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
როგორც ანა სტურუა-მელიქიშვილი განგვიმარტავს, სამკაულებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და კომპანია შეკვეთებს ყოველდღიურად იღებს. ისინი ითვალისწინებენ მომხმარებელთა სურვილს და ინდივიდუალური შეკვეთით, სამკაულებზე ნებისმიერ სიტყვას შიფრავენ.
ამასთან, როგორც ბრენდის წარმომადგენლისგან შევიტყვეთ, ისინი კორპორატიულ შეკვეთებზეც მუშაობენ. ბრენდს სამკაული შეუქმნია სხვადასხვა კომპანიისთვის, მათ შორის: PwC Georgia, თიბისი ბანკი და ACC distribution.
რაც შეეხება პროდუქციის რეალიზების საკითხს, სამკაულების შეძენა ონლაინ შეკვეთებითაა შესაძლებელი, ასევე კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ისინი სხვადასხვა დროს მაღაზიებთანაც თანამშრომლობენ, ამ ეტაპზე კი კომპანიის პროდუქციას ბათუმში, „Scotch & Soda“-ს მაღაზიაში შეხვდებით.
ანა სტურუა-მელიქიშვილის განმარტებით, ისინი თანამშრომლობენ საკურიერო კომპანია Smart Express-სთან, რომელსაც სამკაული ადგილზე შეკვეთიდან მეორე დღეს მიაქვს. მისივე განმარტებით, შეძენა შესაძლებელია „გლოვოს“ აპლიკაციითაც.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ანა სტურუა-მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი ექსპორტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„სამომავლოდ ვგეგმავთ ექსპორტსაც. გვაქვს მოლაპარაკებები ლონდონში, ონლაინ მაღაზიასთან, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა“, - განგვიმარტა კომპანიის თანადამფუძნებელმა.
ცნობისთვის: კომპანია ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან მუშაობს. პროდუქციის ფასი საშუალოდ 30 ლარია და ის დამოკიდებულია დასაშიფრ სიტყვაზე. კომპანიას 2 ადამიანი უდგას სათავეში და სამკაულების დამზადებაშიც სწორედ ისინი იღებენ მონაწილეობას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი