მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამკერვალო ფაბრიკა “დარმატექსი”, გაზაფხულიდან “მონკლერთან” გეგმავს თანამშრომლობას

63db58cb1c40e
ლიკა გურაბანიძე
04.02.23 14:56
1707
სამკერვალო ფაბრიკა “დარმატექსი”, 2023 წლის გაზაფხულიდან “მონკლერთან” თანამშრომლობას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი ელიზბარ ლომინაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბრენდთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხოლო საწარმოო ხაზში სოციალური სტანდარტების საერთაშორისო დონემდე მიყვანის შემდგომ ბრენდთან კონტრაქტსაც დადებენ.

“მონკლერის წარმომადგენლობა ახლა ფაქტობრივად ჩვენ გველოდება, რათა ყველა ასპექტში მათი სტანდარტები დავნერგოთ. პირველ ჯერზე 300-დან 500 ცალამდე სატესტო ნიმუში შეიკერება, ხოლო შემდგომ კონკრეტული მოდელების წარმოება დაიწყება. თვის განმავლობაში პირველ ეტაპზე სავარაუდოდ, 2000 ცალამდე სამოსი შეიკერება”, - განმარტა ლომინაძემ.

რუსთავში, 100%-ით ქართული სამკერვალო ფაბრიკა “დარმატექსი” 2022 წლის ბოლოს გაიხსნა. ის H&M-ის, Next-ის და S'Oliver-ის სამოსს MADE IN GEORGIA-ს სახელით შეკერავს. კომპანია საწყის ეტაპზე 100 ადგილობრივ თანამშრომელს ასაქმებს, ხოლო შემდგომ ეს რაოდენობა 200-300 დასაქმებულამდე გაიზრდება. საწარმოს შექმნაში ჩადებული ჯამური ინვესტიცია 1.5 მლნ ლარია. “დარმატექსი” ექსპორტზე ორიენტირებულია და ის ცნობილი ბრენდებისთვის ქალისა და მამაკაცის სამოსს კერავს.