მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამკერვალო კომპანია "ემჯიემტექსში" გაკოტრება/გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესი დაიწყო

5ef342a664902
შოთა ტყეშელაშვილი
24.06.20 16:02
4036
ქართულ სამკერვალო კომპანია "ემჯიემტექსში" გაკოტრების საქმის წარმოება მიმდინარეობს. კომპანიის ამონაწერის მიხედვით, საჯარო რეესტრში "ემჯიემტექსის" გადახდისუუნარობის საქმის წარმოება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. 

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოების დაწყება. სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; დასახელება: შპს ემჯიემტექსს. “საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 მაისის განჩინებით (საქმე N2/8026-20) შპს „ემჯიემტექსის“ (ს/ნ 405236935) განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო,"- ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში

"ემჯიემტექსტის" საწარმო ქუთაისში 2018 წელს გაიხსნა. კომპანია პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს ერთ-ერთი ბენეფიციარი იყო. 

ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მეწილეები არიან:

ელიზბარ ლომინაძე - 10%;
მიქალაკის ლიკარგო (ბრიტანეთის მოქალაქე) - 50%;
ნოდარ საბანაძე - 40%.