15.სექტემბერი .2021 19:15

სამკერვალო, სადაც სახელმწიფო წილს ფლობს, ექსპორტისთვის ემზადება

სამკერვალო, სადაც სახელმწიფო წილს ფლობს, ექსპორტისთვის ემზადება
views 323
უკან

სამკერვალო "ჯეო-ემ-ტექსი", რომლის 49%-იან წილს სახელმწიფო შპს "დელტა ტექსტილი" ფლობს, უცხოურ ბრენდებთან თანამშრომლობისთვის ემზადება.

როგორც "ჯეო-ემ-ტექსის" დირექტორის მოადგილე ლევან კვერნაძემ BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამიტომ, ჯერჯერობით, ბრენდებს ვერ დაასახელებს.

"ასეთ საწარმოში ძალიან რთულია საწარმოო პოტენციალის შენარჩუნება, თუ არ გვექნება მუდმივი შეკვეთები, ძალიან რთულია ავანაზღაუროთ შრომა, რომელიც პერსონალის მხრიდან არის გაწეული და, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ცნობილ უცხოურ ბრენდებთან და გვინდა, საწარმოს მივცეთ მეტი შესაძლებლობა. ვფიქრობთ განვითარებაზეც. ჯერჯერობით, მთავარი იყო ხარისხი, რაც შევთავაზეთ და უზრუნველვყავით თავდაცვის სამინისტროსთვის. ველოდებით, რომ უცხოური საწარმოებისგან საკმაოდ დიდ შეკვეთებს მივიღებთ.

ვისთან გვაქვს მოლაპარაკება, დახურულად დავტოვოთ. ეს იქნება "ლაქშერი" ბრენდები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე წარმატებით არიან და პანდემიის პირობებში შეინარჩუნეს ბაზარი და ახლა აპირებენ შეკვეთების განთავსებას აქ, ჩვენთან", - განაცხადა ლევან კვერნაძემ.

შეგახსენებთ, რომ შპს "დელტა ტექსტილი" სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ" 2020 წლის აგვისტოში დააფუძნა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა